ჰომოფობია

მზიურის თავისუფალ სივრცეს ჰომოფობიის ნიადაგზე ფაშისტური ჯგუფი დარბევით ემუქრება

Facebook/ ახალი მზიური • New Mziuri

დღეს მზიურის თავისუფალი ჩვენებების სივრცეს ფაშისტური ჯგუფი ჰომოფობიის ნიადაგზე დარბევით ემუქრება. მზიურის თავისუფალ სივრცეში დღეს ფილმ "პრაიდის" ჩვენება იგეგმება. 

ფაშისტური ჯგუფების წარმომადგენლები ღონისძიების Facebook პოსტზე მუქარის შემცველ ტექსტებს წერენ. 
 


თავისუფალი ჩვენებების ორგანიზატორი ანუკა ლომიძე "ტაბულასთან" საუბრისას ამბობს, რომ მათ პოლიციას განცხადებით მიმართეს. 

"პოლიციაში წავიდნენ ახლა განცხადების დასაწერად. იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც არსებობს, ვითვალისწინებთ, რომ საფრთხე შეიძლება რეალური იყოს. პოსტს გამოვაქვეყნებთ და მაყურებელი თვითონ გადაწყვეტს ამ საფრთხის გაცნობიერებით, მოვიდნენ თუ არა. ეს ადამიანები მზიურის ტერიტორიაზე იქნებიან დაცულები, თუმცა ვერ ვიღებთ პასუხისმგებლობას ტერიტორიის გარეთ,"- ამბობს ანუკა ლომიძე.

ტაბულა შეეცადა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას. დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

ფილმი "პრაიდი" მარგარეტ ტეთჩერის პრემიერმინისტრობის პერიოდს ეხება, როდესაც ბრიტანეთში მაღაროელთა საყოველთაო გაფიცვები დაიწყო. გაფიცულებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად ლგბტ თემის წარმომადგენლებმა გადამწყვეტი რაოდენობის თანხის შეგროვება შეძლეს. 

კომენტარები