ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

თარგამაძე: ფინანსური პოლიცია ფარცხალაძის პირად საკუთრებაშია

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს ინფორმაციით, ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს დღემდე ფინანსური პოლიციის თანამშრომლები ემსახურებიან. გივი თარგამაძის თქმით, ოთარ ფარცხალაძის მძღოლები და დაცვის წევრები სწორედ ფინანსური პოლიციის თანამშრომლები არიან.

"ფინანსური პოლიცია იმყოფება მის პირად საკუთრებაში, ეს არის სტრუქტურა, რომლის მეშვეობითაც, მას შეუძლია ზეგავლენა ნებისმიერ ბიზნესზე საქართველოში და ანგარიშსწორება მისთვის არასასურველ ადამიანებთან ან ფირმებთან. ეს არის ბიძინა ივანიშვილის პრაქტიკულად ოჯახის წევრი და შესაბამისად სარგებლობს მის მიერ ბოძებული განუსაზღვრელი უფლებებით" - ამბობს თარგამაძე.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მტკიცებით კი, არც ერთი ავტომობილი, რომელიც ოთარ ფარცხალაძეს და მის მეუღლეს ემსახურება, არ არის ის საგამოძიებო სამსახურის საკუთრებაში და არც არასდროს ყოფილა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები