26 მაისი

დამოუკიდებლობის დღე - თავისუფლების მოედანზე წვევამდელები ფიცს დადებენ

wikipedia

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე დღეს 300-ზე მეტი წვევამდელის ფიცის დადების ცერემონია გაიმართება. ამ წუთებში იქ რეპეტიცია მიმდინარეობს, ადგილზე იმყოფებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები და ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი. 

თავისუფლების მოედნიდან საქართველოს მოსახლეობას და შეიარაღებულ ძალებს დამოუკიდებლობის დღეს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიულოცავენ. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია. 

რაც შეეხება რუსთაველის გამზირს, აქ სხვადასხვა სამინისტრო სტენდს მოაწყობს.

კომენტარები