სტრასბურგის სასამართლო

სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველი ხუთეული - სამინისტრო ქულებს აქვეყნებს

Newsweek

იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები დასრულდა. სპეციალური სამთავრობო კომისიის წევრებმა თითოეული კანდიდატი ქულებით შეაფასეს. ქულების დაჯამების შედეგად, გამოვლინდა ხუთი კანდიდატი, რომლებმაც ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენეს. მთავრობას წარედგინებიან:

1. ლადო ჭანტურია - 5

2. სოფიო ჯაფარიძე - 4.69

3. შოთა გეწაძე - 3.85

4. თამარ ალანია - 3.77

5. ირაკლი დონდოლაძე - 3.69

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, დადგენილი წესის თანახმად, სია გენდერული ნიშნით შედგა. უწყება ასევე აქვეყნებს სხვა კანდიდატების ქულებს:

ლადო ჭანტურია - 5; შოთა გეწაძე -3,84; ირაკლი დონდოლაძე - 3,69; იოსებ ბაჩიაშვილი - 3,46; კონსტანტინე კორკელია - 3,07; ლევან მესხორაძე - 2,46; დავით ჯანდიერი - 2,38; ბესარიონ ბოხაშვილი - 2,30; კონსტანტინე ვარძელაშვილი - 2,07; ერიკ სვანიძე - 2; ირაკლი ადეიშვილი -1,69; ნიკოლოზ ლეგაშვილი - 1,69; სოფიო ჯაფარიძე - 4,69; თამარ ალანია - 3,76; ნინო ბაქაქური - 2,61; ქეთევან მესხიშვილი -2,53; თამარ ალექსიძე - 2,07; ვერა დობორჯგინიძე - 2,07; მაია კვირიკაშვილი - 1,92; თამარ გაბისონია - 1,84; რუსუდან კემულარია -1,69; ლუიზა ხითარიშვილი - 1,30 და ნატალია გელაძე - 1.

როგორც ცნობილია, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტმა ქართული ოცნების მიერ წარდგენილი სამივე კანდიდატი დაიწუნა, ამიტომაც, მთავრობას კონკურსის ჩატარება მეორედ მოუწია.

კომენტარები