თვითმკვლელობა

სასტუმროს მფლობელმა, რომელშიც სამი არასრულწლოვანი დაიწვა, თავი მოიკლა

ქობულეთის სასტუმრო არმაზის ერთ-ერთმა მფლობელმა, ზაზა ართმელაძემ თავი მოიკლა. ართმელაძის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

შსს-ში ტაბულას განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლითაა დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, შსს-ს ინფორმაციით, მან თავი ჩამოიხრჩო.

2015 წლის 10 მაისს, სასტუმრო არმაზში გაჩენილ ხანძარს სამი არასრულწლოვნის სიცოცხლე შეეწირა. სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის ართმელაძე დაკავებული იყო, სასამართლომ ის 2016 წელს 50 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

კომენტარები