ყაჩაღობა

დოლიძეზე ბანკიდან გამოსული ადამიანი დააყაჩაღეს

Getty Images

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ბანკიდან გამოსული ადამიანი დააყაჩაღეს - ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებული სწრაფი გადახდის აპარატების ინკასატორია.

უწყებაში დამატებითი დეტალების შესახებ არ საუბრობენ და ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები