ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

თავისუფალმა დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა საარჩევნო ბლოკი შექმნეს

თავისუფალმა დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა საარჩევნო ბლოკი შექმნეს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

შალვა შავგულიძის თქმით, მათ რესპუბლიკურ პარტიასთან "ღირებულებითი ერთიანობა" აქვთ.

"ერთიანი ძალით, თვითმმართველობის არჩევნებით დავიწყებთ ქართული ოცნების შეუზღუდავი ძალაუფლების შემცირებას" - აღნიშნა შავგულიძემ.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის თქმით კი, "ჩვენ ვართ ერთი იდეოლოგიის პარტიები". მან მოუწოდა ყველას, "სწორედ თვითმმართველობებიდან შევცვალოთ რეალობა ჩვენს ქვეყანაში".

კომენტარები