საქართველოს საპატრიარქო

საპატრიარქო: ედიშერ ქარჩავას განცხადებები ჩვენთან არ იყო შეთანხმებული

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს განმარტებით, "ბატონი ედიშერ ქარჩავას ბოლოდროინდელი განცხადებები საქართველოს საპატრიარქოსთან არ იყო შეთანხმებული". საპატრიარქო ყველას მოუწოდებს, პირადი ინიციატივებისგან თავი შეიკავონ. 

"ედიშერ ქარჩავას მიერ განმარტებული მიზეზი ასეთი ქმედებისა არის სერიოზული, მაგრამ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება და საჯარო სივრცეში პირადი ინიციატივით წარმოჩენა არასწორია.

ის ფაქტი, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევასა და წმინდა სინოდის მოწოდებებს არღვევს და ნებართვის გარეშე სატელევიზიო გამოსვლებს არ ერიდება, ცალკე განსჯის საგანია, მაგრამ ასეთი ქცევა გამამართლებელი არ არის არავისთვის, მათ შორის, არც ბატონი ედიშერისთვის, რის გამოც იგი იქნა გაფრთხილებული.

მოვუწოდებთ ყველას, პირადი ინიციატივებისაგან შეიკავონ თავი" - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ მეუფე პეტრე ცაავა პატრიარქის "მოკვდინებაში" დაადანაშაულა.

კომენტარები