პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმება

ტრამპის გადაწყვეტილებით აშშ პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმებას დატოვებს

cnbc.com

დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით აშშ პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმებას დატოვებს.

ტრამპის თქმით, შეთანხმება არასამართლიანია აშშ-სა და ამერიკელ გადასახადების გადამხდელებთან მიმართებით.

"გავდივართ, თუმცა შევეცდებით მოვილაპარაკოთ და მივაღწიოთ სამართლიან შეთანხმებას. თუ ეს შევძელით ძალიან კარგი იქნება, თუ ვერ - არაუშავს", - თქვა ტრამპმა.

აღსანიშნავია, რომ პარიზის კლიმატის ცვილების შეთანხმებას ამ დრომდე მხოლოდ სირია და ნიკარაგუა არ აწერდა ხელს. სირიის შემთხვევაში ამის მიზეზი სამოქალაქო ომი იყო, ნიკარაგუას შემთხვევაში კი მათი ხელისუფლების გადაწყვეტილება.

პარიზის შეთანხმება ითვალისწინებს გლობალური ტემპერატურის შენარჩუნებას პრეინდუსტრიულ მაჩვენებელზე არაუმეტეს 2 გრადუსისა, რადგან მეცნიერების აზრით, ამ ნიშნულიზე მაღალი მაჩვენებელი პლანეტის ეკოსისტემის განადგურებას გამოიწვევს. აშშ-ს შეთანხმების მიხედვით, 2025 წლისთვის, სასათბურე გაზის ნარჩენებს უნდა შეემცირებინა და 2005 წლის მაჩვენებლამდე დაეყვანა.

კომენტარები