ჩოგბურთი

როლან გაროსი: რაფაელ ნადალმა ნიკოლოზ ბასილაშვილი სამ სეტში დაამარცხა

qatartennis.org

როლან გაროსის 1/16 ფინალში ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანთან, რაფაელ ნადალთან სამ სეტში ანგარიშით 0-6, 1-6, 0-6 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ როლან გაროსის 1/32 ფინალში ბასილაშვილმა 35-ე ჩოგანი ვიქტორ ტროიცკი დაამარცხა. ტურნირის პირველი ეტაპიდან კი 32-ე ჩოგანი ჟილ სიმონი გამოთიშა.

აღსანიშნავია, რომ როლან გაროსი ყველაზე მეტჯერ, 9-ჯერ, სწორედ რაფაელ ნადალს აქვს მოგებული. დღევანდელი რეიტინგით, ის მე-4 ადგილზეა.

კომენტარები