ლონდონი

ლონდონის ხიდზე სატვირთო მანქანა გამვლელებს შეეჯახა, რამდენიმე ადამიანი დაშავდა

BBC

ლონდონის ხიდზე თეთრი სატვირთო მანქანა გამვლელებს შეეჯახა. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. პოლიციამ ადგილზე ერთი ადამიანი დააკავა, უცნობია, თუ რა კავშირი აქვს ინციდენტთან. შემთხვევა ხიდის სამხრეთ მხარეს მოხდა, რომელიც შაბათ დღეს განსაკუთრებით გადატვირთულია. ადგილზე პოლიცია მუშაობს. სკოტლანდ იარდი ტვიტერზე წერს, რომ ინფორმაციას მაშინვე გაავრცელებენ, როცა მეტი დეტალი გახდება ცნობილი. ისინი ითხოვენ, მანამდე სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ.

მარტში მსგავსი თავდასხმა ვესტმინსტერის ხიდზე მოხდა.

დიდ ბრიტანეთში რამდენიმე დღეში საპარლამენტო არჩევნები იმართება.

კომენტარები