აფგან მუხთარლის გატაცების საქმე

ფედერიკა მოგერინის ოფისი აფგან მუხთარლის გატაცების საქმეს ეხმაურება

blogs.ft.com

საგარეო და უშიშროების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის პრესსამსახურმა თბილისში დაკავებული აზერბაიჯენელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის შესახებ განცხადება გაავრცელა.

"საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქეების, მათ შორის ადამინის უფლებების დამცველების გატაცება და თვითნებურად უკანონოდ დაკავება - როგორც ეს იყო გაცხადებული და რასაც მოჰყვა მათი აზერბაიჯანში დაპატიმრება და სისხლისსამართლებრივი დევნა, სწრაფ, სიღრმისეულ და გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს", - წერია განცხადებაში.

გარდა ამისა, მოგერინის ოფისი აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოუწოდებს შეასრულოს მათ მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები.

"აზერბაიჯანმა სასწრაფოდ უნდა გადახედოს ყველა იმ დაპატიმრებული პირის საქმეს, სადაც პატიმრობა უკავშირდება ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების განხორციელებას და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა ეს ადამიანი აზერბაიჯანის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისადმოველით, რომ დაცული იქნება კანონის მოთხოვნები და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, ასევე უზრუნველყოფილი იქნება უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეების უფლებები, რომლებიც ქვეყანაში კანონიერად ცხოვრობენ", - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება ამ საქმის განვითარებას.

კომენტარები