ტერორიზმი

ხუთმა ქვეყანამ ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ, ბაჰრეინმა, არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა და იემენმა ყატართან დიპლომატიური კავშირები შეწყვიტეს და ყატარი რეგიონალურ დესტაბილიზაციაში დაადანაშაულეს.

მათი განცხადებით, ყატარი ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსა და ალ ქაიდას ეხმარება, რასაც თავისმხრივ, ყატარის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს.

საუდის არაბეთის მედიის ცნობით, ქვეყანამ ასევე დახურა და გაამკაცრა სახმელოთო, საზღვაო და საჰაერო საზღვარის კონტროლი ყატართან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები