სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა დღეს მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი შეცვალა. როგორც საიტზე უწერიათ, 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა ქალაქ დედოფლისწყაროდან 25 კილომეტრში მოხდა, სოფელ გამარჯვებიდან კი 15 კმ-ში.
ბიძგები 30 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა.
მანამდე არსებული ინფორმაციით, მიწისძვრა ქალაქ სიღნაღიდან 22 კილომეტრში, 10 კმ სიღრმეზე მოხდა.
როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, პირველად ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა ან მსხვერპლი არ მოჰყოლია.





