რუსთავი 2

ტელეკომპანია რუსთავი 2-ში საგანგებო თათბირი მიმდინარეობს

ტელეკომპანია რუსთავი 2

რუსთავი 2-ში საგანგებო თათბირი მიმდინარეობს. მოამბის ინფორმაციით, ტელეკომპანიის ოფისში იმყოფება რუსთავი 2-ის თანამშრომლების ნაწილი. მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ. გავრცელებული ინფორმაციით, თათბირის შემდეგ განცხადება გაკეთდება.  

ტაბულას წყაროს ინფორმაციით, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თანამდებობიდან გადადგა. მისივე ცნობით, ტელეკომპანიის კოლექტივის ნაწილი გვარამიასთან დაბრუნებაზე მოლაპარაკებას ცდილობს.

აღსანიშნავია, რომ რუსთავი 2-ში ფინანსური კრიზისის გამო, რამდენიმე კვირაა რეორგანიზაცია მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებით, 31 მაისს ნიკა გვარამიამ თქვა, რომ თუ რუსთავი 2-ში ფინანსური პრობლემებს ვერ მოაგვარებდა, თანამდებობას დატოვებდა. 

აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნოდარ მელაძე დაინიშნა.

კომენტარები