სპეცოპერაცია

სპეცოპერაციის შედეგად ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ ოთხი პირი დააკავა

სპეცოპერაციის შედეგად ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ოთხი პირი დააკავა. ერთერთი მათგანი თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში აიყვანეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულებს ბრალად გამოძალვა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა ედებათ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 181-ე მუხლებით მიმდინარეობს.

სპეცოპერაციის გამო, აღმაშენებლის ხეივანში მოძრაობა შეფერხებული იყო.

კომენტარები