საზოგადოებრივი მაუწყებელი

წითელი ზონა და სალომე ასათიანის ინტერVIEW საზოგადოებრივ მაუწყებელზე აღარ გავა

ტაბულა

რადიო თავისუფლების ორი გადაცემა - “წითელი ზონა” და სალომე ასათიანის “ინტერვიუ” ივლისის შუა რიცხვებიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღარ გავა. რადიო “თავისუფლების” ქართული სამსახურის უფროსმა დავით კაკაბაძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან წერილობითი შეტყობინება მიიღეს. მიზეზად არხის რეორგანიზაცია სახელდება.

გადაცემების დახურვასთან დაკავშირებით, კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება საზოგადოებრივ მაუწყებელში. არხის გენერალური დირექტორის მრჩევლის ია ანთაძის თქმით, მას დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამოქმედო გეგმა 7 მარტს, სამეურვეო საბჭომ ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. გეგმის მიხედვით, 17 ივლისამდე შენარჩუნდება არსებული საეთერო ბადე. განახლებული საეთერო ბადისთვის კი, კონკურსი ტარდება. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სეზონისთვის გადაცემების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის მესამე ტურში 15 პროექტი გადავიდა. კონკურსანტები კომისიის წევრებს გადაცემის საპილოტე ვერსიას წარუდგენენ, ივნისის შუა რიცხვებში კი საუკეთესო პროექტები გამოვლინდება, რომლებიც ახალი სეზონიდან გავა ეთერში.

კომენტარები