აფგან მუხთარლის საქმე

პრემიერი მუხთარლიზე: მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ დემოკრატიული ქვეყნის იმიჯი

ტაბულა

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აზერნაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქართველოდან გატაცებასა და აზერბაიჯანში დაკავებაზე მცირე კომენტარი გააკეთა.

"გამოძიება მიმდინარეობს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეინარჩუნოს და განავითაროს მომავალშიც დემოკატიული ქვეყნის იმიჯი"- თქვა პრემიერმა მცხეთაში, ტერიტორია დატოვა და ჟურნალისტების დამატებით კითხვებს აღარ უპასუხა. 

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 29 მაისს გაიტაცეს. ადვოკატის ინფორმაციით, დამკავებლებს თავი არ წარუდგენიათ, თუმცა, მუხთარლის აზრით, ისინი საქართველოს სპეცსამსახურების თანამშრომლები იყვნენ. როგორც აფგან მუხთარლის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ტომარა ჩამოაცვეს. მუხთარლის თქმით, მესამე მანქანაში აზერბაიჯანულად ლაპარაკობდნენ. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰყვება, რომ, როცა მას ტომარა მოხსნეს, ის აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა. მუხთარლის თქმით, მას 10 ათასი ევრო ჩაუდეს. აზერბაიჯანის ხელისუფლება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა, კონტრაბანდისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებებს უყენებს.

ამჟამად მუხთარლი 3-თვიანი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. თბილისსა და აზერბაიჯანში კი საპროტესტო აქციები იმართება. 

როგორც ცნობილია, საქართველოში ცხოვრების დროს აფგან მუხთარლი და ლეილა მუსტაფაევა აქტიურად წერდნენ აზერბაიჯანის ხელისუფლებისა და ილჰამ ალიევის ოჯახის ბიზნესინტერესებისა და კორუფციული სქემების, ასევე აზერბაიჯანში პოლიტიკური დევნის პრაქტიკაზე.

კომენტარები