ყოველწლიური ფესტივალი Tbilisi Open Air 2017 ხვალ, 16 ივნისს იხსნება. ფესტივალის ჰედლაინერები Anathema, Leningrad და Archive იქნებიან და ის Lisi Wonderland-ზე გაიმართება.
16 ივნისს ფესტივალის Main Stage-ზე ქართული ბენდი "დაგდაგანი", Psychonaut 4, Backwarmer და Sevdaliza დაუკრავენ, დღის მთავარი ჰედლაინერი კი Anathema იქნება.
Golden stage-ზე კი ნინო ქათამაძე და ჯგუფი Insight-ი დაუკრავენ.
17 ივნისს, ფესტივალის მეორე დღის ჰედლაინერი ჯგუფი Leningrad-ი იქნება. მასთან ერთად Main Stage-ზე ქართული ბენდები არა, EKO & Vinda Folio, Loudspeakers-ი და ძველი ქართული ბენდი Soft Eject დაუკრავენ.
რაც შეეხება Golden Stage-ს, იქ Windshield, Bedford Falls და Friendly Mosquito წარდგებიან მსმენელების წინაშე.
18 ივნისს ფესტივალის დახურვაზე ჰედლაინერი Archive იქნება. ცნობილ ბენდთან ერთად Main Stage-ზე ქართული ბენდები The Black Marrows, Kung Fu Junkie და Young Georgian Lolitaz იმღერებენ. Golden Stage-ზე კი Killages, Sexy Bicycle, SF - X და Moku Moku დაგხვდებათ.
ბილეთების ყიდვასა და კარვების ქალაქში ადგილის დაჯავშნას tkt.ge-ზე შეძლებთ.
Tbilisi Open Air 2017