17 ივნისს, საბურთალოს ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ხვალ, 17 ივნისს, საბურთალოს ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.

კერძოდ, 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მინდელის, შალვა ნუცუბიძის, ჯიქიას და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვერეს ხევის, ნაფეტვრების, საშა იოსელიანის, ფხაკაძის, უნივერსიტეტის, ანა პოლიტკოვსკაიას და ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები