ტერორიზმი

ლონდონში მეჩეთთან შეკრებილებს ფურგონმა გადაუარა, არის მსხვერპლი

Reuters

ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში, ფინსბერის პარკთან მდებარე მეჩეთთან შეკრებილებს ფურგონმა გადაუარა, შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 8 ადამიანი.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, დაკავებულია 48 წლის მამაკაცი.

პრემიერმინისტრ ტერეზა მეის თქმით, პოლიციელები მომხდარს "შესაძლო ტერორისტულ აქტად" აფასებენ.

მუსლიმთა საბჭო ბრიტანეთში აცხადებს, რომ ფურგონმა მლოცველებს გამიზნულად გადაუარა.

კომენტარები