საგარეო ვაჭრობა

ექსპორტი 28%-ით გაიზარდა, საქართველოს 10 მთავარი საექსპორტო საქონელი

Getty Images

საქსტატმა 2017 წლის იანვარ-მაისის საგარეო ვაჭრობის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ექსპორტმა $1 მილიარდი შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით 28%-ით მეტია. ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მთავარი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატებია. სპილენძის მადნებზე მთლიანი ექსპორტის 17% მოდის. 

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტების რეიტინგი:

1) სპინელძის მადნები და კონცენტრატები - $170 მილიონი, ზრდა წინა წელთან შედარებით 34%. წილი მთლიან ექსპორტში 17%. საქართველოდან ექსპორტირებული სპილენძის მადნების 2/3-ზე მეტი სინამდვილეში რეექსპორტს წარმოადგენს. აღნიშნულ პერიოდში სპილენძის მადნების იმპორტი $139 მილიონი იყო.


ფოტო: Reuters

2) ფეროშენადნობები - $123 მილიონი, ზრდა წინა წელთან 88%. წილი მთლიან ექსპორტში 12.3%


ფოტო: Reuters

3) ავტოექსპორტი (რეექსპორტი) - $67.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან შედარებით 7%. წილი მთლიან ექსპორტში 6.8%


ფოტო: flickr.com

4) მედიკამენტები - $54 მილიონი, ზრდა წინა წელთან 36%. წილი მთლიან ექსპორტში 5.4%


ფოტო: flickr.com

5) ღვინის ექსპორტი - $54 მილიონი, ზრდა წინა წელთან 48%. წილი მთლიან ექსპორტში 5.4%


ფოტო: David Mdzinarishvili / Reuters

6) სპირტიანი სასმელები - $41 მილიონი, ზრდა წინა წელთან 40%. წილი მთლიან ექსპორტში 4.1%


ფოტო: flickr.com

7) მინერალური წყლები - $38 მილიონი, ზრდა წინა წელთან 16%. წილი მთლიან ექპორტში 3.9%


ფოტო: flickr.com

8) აზოტოვანი სასუქები - $31  მილიონი, კლება წინა წელთან 20%. წილი მთლიან ექსპორტში 3.2%


ფოტო: hanyazilim.com

9) ოქრო - $29 მილიონი, კლება წინა წელთან 10%. წილი მთლიან ექსპორტში 2.9%


ფოტო: Andrey Rudakov / Reuters

10) თხილი და კაკალი - $26 მილიონი, კლება წინა წელთან 56%. წილი მთლიან ექსპორტში 2.6%


ფოტო: kartalorganik.com

11) სხვა დანარჩენი საქონელი - $365 მილიონი, ზრდა წინა წელთან 43%. წილი მთლიან ექსპორტში 36%

იანვარ-მაისში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი (სხვაობა ექსპორტსა და იმპორტს შორის) $1.9 მილიარდი იყო, რაც სავაჭრო ბრუნვის 49%-ს შეადგენს.

2017 წლის დასაწყისში, ერთი მხრივ, შემომავალი სავალუტო ნაკადების: ექსპორტის, ტურიზმისა და ფულადი გზავნილებისა და ინვესტიციების ზრდა შეიმჩნევა. მეორე მხრივ კი, 10%-ით, ანუ $287 მილიონით გაიზარდა გამავალი სავალუტო ნაკადების მოცულობა (იმპორტი). თუ შემომავალი სავალუტო ნაკადების იმაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდება, რაც გამავალ ნაკადებშია, ეროვნულ ვალუტას გამყარების ტენდენცია ექნება. 

კომენტარები