მოდის ინდუსტრია

Lady Gaga ქართველი დიზაინერის, გიორგი ქებურიას ტანსაცმლის კოლექციით დაინტერესდა

0 კომენტარი
ფოტო: gkeburia / facebook.com

ცნობილი ამერიკელი მომღერალი Lady Gaga ქართველი დიზაინერის, გიორგი ქებურიას ტანსაცმლის კოლექციით დაინტერესდა.

რამდენიმე დღის წინ, მომღერლის ოფიციალური Instagram-ის გვერდზე გიორგი ქებურიას კაბაში შემოსილი Lady Gaga გამოჩნდა.

მარცხენა ფოტოზე Lady Gaga გიორგი ქებურიას კაბაში, მარჯვენა ფოტოზე ქებურიას ჩვენება MBFWT-ზე ფოტო: gkeburia / facebook.com

როგორც გიორგი ქებურიამ ტაბულასთან საუბარში განაცხადა, ამერიკელი მომღერალი ქართველი დიზაინერის სხვა კოლექციებითაც არის დაინტერესებული.

"ლეიდი გაგას სტილისტი ბრენდონ მაქსველი დამიკავშირდა, რომელმაც vogue.com-ზე MBFWT-ზე წარმოდგენილი ჩემი ბოლო კოლექცია ნახა. მან რამდენიმე ლუქი და სათვალე შეარჩია. შემდეგ გავუგზავნეთ ტანსაცმელი და ერთ-ერთი კაბა ეცვა უკვე" - აღნიშნა გიორგი ქებურიამ.

ქართველ დიზაინერს საკუთარი ტანსაცმლის ხაზი 2011 წლიდან აქვს. იხილეთ მისი კოლექცია ბმულზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები