კანის ლომები

კანის კრეატივის ფესტივალზე საქართველო პირველად გახდა ვერცხლის პრიზიორი

კანის საერთაშორისო კრეატივის ფესტივალზე პირველად, ქართულმა კომპანია WINDFOR'S Communication-მა ტერიტორიულ მარკეტინგსა და კომუნიკაციის კატეგორიაში ვერცხლის ლომი მოიგო.

WINDFOR’S-მა ჯილდო მე-6-მილიონე ვიზიტორზე სარეკლამო რგოლ - Dinner With Georgia-სთვის მიიღო.

ვერცხლის ჯილდოსთან ერთად, სარეკლამო კომპანიამ ბრინჯაოს ლომი საჯარო სექტორის კატეგორიაშიც მიიღო.

გასულ წლებში, ქართული სარეკლამო კომპანია Leavingstone 2 წელი ზედიზედ იყო ბრინჯაოს პრიზიორი.

ცნობისთვის, კანის ლომები მსოფლიოში ყველაზე დიდი სარეკლამო ღონისძიებაა, სადაც სარეკლამო კომპანიები სხვადასხვა კატეგორიებში საკუთარ ნამუშევრებს აგზავნიან.

კომენტარები