გადასახადების დამალვა

ესპანეთის პროკურატურა გამოძიებას მოურინიოს წინააღმდეგაც იწყებს

AFP

ესპანეთის პროკურატურა მანჩესტერ იუნაიტედის მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს საგადასახადო დარღვევებზე ედავება.

პროკურატურის ცნობით, მოურინიომ 2011-2012 წლებში სახელმწიფოს 3.3 მილიონი ევრო დაუმალა, როდესაც მადრიდის რეალის მთავარი მწვრთვნელი იყო.

ცნობისთვის, 1 კვირის წინ, მადრიდის პროკურატურამ გადასახადების დამალვის გამო ბრალი მადრიდის რეალის ფეხბურთელს, კრიშტიანუ რონალდუსაც წაუყენა. პროკურატურის ცნობით, რონალდუმ 2011-2014 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტში 14.7 მილიონი ევრო არ გადაიხადა.

კომენტარები