გაზმომარაგების შეწყვეტა

21 ივნისს თბილისის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

pennystockresearch

21 ივნისს თბილისის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება - ინფორმაციას ყაზტრანსგაზ-თბილისი ავრცელებს. მათი ცნობით, მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება 10:00-დან 16:00 საათამდე შეეზღუდება.

"ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, გაზმომარაგება შეუწყდება დიღმის რაიონში, დიდი დიღომი, რაფიელ დანიბეგაშვილის, ტიმოთე ბელის, ოსკარ შმერლინგის, კრისტოფერ კასტელის, ფრედერიკ მონპერის, იანს ჰომერის, ჰუგო ჰუპერტის და  მაქს ტილკეს ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობას, ასევე იაკობ რაინეგსის, ბარონ დე ბაის, ჰაინრიხ კლაპორტის, არქანჯელო ლამბერტის და კრისტიან სტივენსის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. გაზმომარაგება აგრეთვე შეუწყდება სტრაბონის ქუჩა №26, მირიან მეფის ქუჩა №96, №106ა, ნაკვეთი №040/458-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს", - წერია განცხადებაში.

შპს ყაზტრანსგაზ-თბილისი ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.

"მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს ყაზტრანსგაზ-თბილისი პასუხისმგებელი არ არის - ამბობენ კომპანიაში.

კომენტარები