საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გადაცემები ცნობილია, რეალური სივრცე ეთერში რჩება

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საზოგადოებრივი მაუწყებლის საკონკურსო კომისიამ ახალი სეზონისთვის გადაცემები შეარჩია. კომისიამ შემდეგ პროექტებს გაუწია რეკომენდაცია: 

  • ქეთევან კაპანაძე „რეალური სივრცე“
  • გიორგი ასანიშვილი „ნაცნობი მელოდიები“
  • თეონა ჯორბენაძე „Modem/Art“
  • მარი მალაზონია „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“
  • თამარ ბოლქვაძე „ფერმა“
  • დალი ხოჯავა „სუპერ გმირი“
  • ნინო კელაურიძე „წიგნების თარო“
  • თამარ ციციშვილი „ხარ თუ არა მეხუთე კლასელზე ჭკვიანი?!“
  • ნინო გოგოლაური „გურმანია“

ასევე, რეკომენდაცია გაუწია პროექტის „ხანმოკლე მეოცე საუკუნე“ ავტორებს და აღმასრულებელ საბჭოს, რომ პროექტი გადაფორმატდეს ვებპლატფორმისთვის. გარდა ამისა, აღმასრულებელი საბჭო განიხილავს პროექტ „ოკულარის“ ცალკეული ელემენტების ვებპლატფორმისთვის გარდაქმნის საკითხს.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ახალი სეზონისთვის გადაცემების შესარჩევი კონკურსი 3 აპრილს გამოაცხადა. კონკურსის ფარგლებში, სულ 153 განაცხადი შევიდა, მათგან მეორე ტურში გადავიდა 37 პროექტი, ხოლო მესამე ტურში - 15.

ამასთან, ივლისის შუა რიცხვებიდან, საზოგადოებრივ მაუწყებელზე შეწყდება ყველა ძველი გადაცემა, მათ შორის, გოგი გვახარიას "წითელი ზონა" და სალომე ასათიანის ინტერ-view. ცვლილება არ ეხება საინფორმაციო გამოშვება მოამბეს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გუბაზ სანიკიძე

კომენტარები