თაღლითობა

საგამოძიებო: პირი უცხოელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებას ცდილობდა

www.radiotavisupleba.ge

სამართალდამცველებმა კერძო პირის კუთვნილი არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. 

"გამოძიებოთ დადგენილია, რომ ბრალდებული ცდილობდა უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი 2215 კვ.მ ფართის არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებას და შემდგომ, სხვა პირებზე რეალიზაციას. ამ მიზნით, მან ყალბი დოკუმენტები წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ბრალდებული სასამართლო განჩინების საფუძველზე დააკავეს", - წერია განცხადებაში.

უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ - ის მე-19 მუხ. 180 - ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის დაუფლების ან ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღების მცდელობას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის ის სახით თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები