კინემატოგრაფია

ჯენიფერ ლოპესი სამსახიობო კარიერას უბრუნდება

pinimg.com

ამერიკელი მომღერალი ჯენიფერ ლოპესი, რომელსაც რომანტიულ და კომედიურ ფილმებში მთავარი როლი აქვს შესრულებული სამსახიობო კარიერას უბრუნდება.

ფილმების - "50 პირველი პაემანი", "ბრაზის მართვა" და "დაძაბე გონება" რეჟისორი პიტერ სეგალი ახალ რომანტიულ კომედიას - "მეორე მოქმედებას" გადაიღებს, სადაც ერთერთ მთავარ როლს ჯენიფერ ლოპესი შეასრულებს.

ჯერჯერობით უცნობია, ფილმის სხვა მსახიობების სია და გამოსვლის თარიღი.

ცნობისთვის, ჯენიფერ ლოპესმა პირველი როლი 1995 წელს ფილმ "ფულის მატარებელში" შეასრულა.

კომენტარები