იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ოთხი ახალი მოსამართლე წევრი ჰყავს

ტაბულა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხი ახალი მოსამართლე წევრის ვინაობა ცნობილია.

მოსამართლეთა კონფერენციაზე ფარული კენჭისყრით ირაკლი ბონდარენკო, დიმიტრი გვრიტიშვილი, ვასილ მშვენიერაძე და ირაკლი შენგელია აირჩიეს.

ოთხი წევრი შვიდი კანდიდატიდან ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.

ისინი ჩაანაცვლებენ ლევან მურუსიძეს, შოთა გეწაძეს, თამარ ალანიას და მერაბ გაინაშვილს, რომელთაც საბჭოს წევრობის ვადა ეწურებათ.

მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი მდივანიც უნდა აირჩიონ.

კომენტარები