არჩევნები 2017

მელია: ვტოვებ პარლამენტს და ვიბრძოლებ საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ამ წუთებში თბილისის მერობის კანდიდატს ზაალ უდუმაშვილს წარადგენს. ვახტანგ გორგასლის ძეგლთან შეკრებილ მოქალაქეებს ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მიმართა და განაცხადა, რომ ის პარლამენტს ტოვებს, რათა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს.

"სიმბოლურად შევიკრიბეთ აქ, ვინაიდან აქედან გამოვაცხადოთ გადაწყვეტილება გადამწყვეტ ბრძოლაში შესვლის თაობაზე, ეს იქნება ბრძოლა დედაქალაქის გადასარჩენად. მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარლამენტი და ამ ქვეყნის და ამ ქალაქის გადასარჩენად დავტოვო პარლამენტი და ვიბრძოლო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის. სწორედ აქედან უნდა ვებრძოლო ივანიშვილის ოლიგარქიულ წესწყობილებას", - ამბობს ნიკა მელია. 

კომენტარები