არჩევნები 2017

უდუმაშვილი: ვერთვები გადამწყვეტ ბრძოლაში თბილისის გადასარჩენად

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი ოფიციალურად წარადგინა. ვახტანგ გოგრასლის ძეგლთან შეკრებილ მოსახლეობას უდუმაშვილმა განუცხადა, რომ ის "თბილისის გადასარჩენად გადამწყვეტ ბრძოლაში ერთვება".

"ყველა თბილისელისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ადგილზე მინდა განვაცხადო, რომ მე ვიღებ გამოწვევას და ვერთვები გადამწყვეტ ბრძოლაში თბილისის გადასარჩენად. ამდენი წელია მისმენდით სახლებში და იგებდით რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქალაქში. მოვიდა დრო, მოვისმინო თქვენი აზრი. მოვისმინო თბილისის ქუჩებში, ეზოებში, სახლებში, პარკებსა და სკვერებში, მეტროსადგურებსა და ავტობუსებში - ყველგან, სადაც ხართ, ყველგან, სადაც თბილისია. მოვიდა დრო მოვიდე თქვენთან და მოგისმინოთ, რათა გავიგო რა გიჭირთ, როგორ ცხოვრობთ, რა გჭირდებათ იმისთვის, რომ იცხოვროთ უკეთესად", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დღესვე ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ის პარლამენტს ტოვებს, რათა თბილისის თვითმმართველობის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. მელიას თქმით, ის ენმ-დან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება.

კომენტარები