ციანიდის საქმე

მეუფე დიმიტრი ქორეპისკოპოს იაკობს თვითნებობაში ადანაშაულებს

მარცხნიდან: მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, პატრიარქი ილია მეორე. უკან: დეკანოზი გიორგი მამალაძე
თეონა თურმანიძე

მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი, პატრიარქის ქორეპისკოპოს იაკობს თვითნებობაში სდებს ბრალს. მისი თქმით, ქორეპისკოპოსს არ ჰქონია პატრიარქის ნებართვა, ეპიტემია დაედო ბრალდებული დეკანოზისთვის.

"რაც შეეხება ბოდბელ ეპისკოპოს იაკობის მიერ ეპიტემიის (სასჯელის) დადებას [დეკანოზ მამალაძისთვის], ჩვენ ღრმად ვიყავით დარწმუნებული (ეს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა დაადასტურეს სატელევიზიო ეთერის საშუალებით), რომ ეს იყო პატრიარქთან შეთანხმებული და მისი ლოცვა-კურთხევით, რაც სამწუხაროდ არ აღმოჩნდა სიმართლე. ეპისკოპოსმა იაკობმა თვითნებურად მიღო ეს გადაწყვეტილება, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა", - ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.

იმავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიტროპოლიტმა დიმიტრიმ დეკანოზ გიოგრგი მამალაძეს "სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება" შეუჩერა. 

კომენტარები