შოთა პაკელიანის საქმე

საქართველოს პროკურატურამ შოთა პაკელიანს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა

0 კომენტარი
ფოტო: Nino Pakeliani/Fb.com

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს დემოკრატიული ინიციატივისა და თეთრი ხმაურის მოძრაობის განცხადება დააკმაყოფილა და შოთა პაკელიანს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.

შოთა პაკელიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებამდე პაკელიანის საქმეზე კომენტარი მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემაც გააკეთა.

"რამდენადაც ვიცი არ არის დაზარალებულად ცნობილი, სავარაუდოდ, დაზარალებულად ცნობენ,"- აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

შოთა პაკელიანი 2017 წლის 23 მარტს ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ შოთა პ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პაკელიანის ოჯახის წევრები სამართალდამცველებს დაკავებულის ცემასა და მისთვის ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებდნენ, შსს-ში კი ამბობდნენ, რომ პაკელიანი მიმალვის მცდელობისას წაიქცა და სახის, ხელისა და მუხლის არეში დაზიანებები მიიღო. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ეწერა, რომ დაკავებულმა ნარკოტიკის ნაწილი მიმალვის მცდელობისას გადაყლაპა და შეუძლოდ ამის გამო გახდა.

"ლიბერალმა" ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების შიდა კამერების მიერ გადაღებული ვიდეოკადრები გაავრცელა. მათი წყაროს განცხადებით, ვიდეოში ასახულია, რა გარემოებებში ხდება შოთა პაკელიანის ჩხრეკა, შემდეგ - მისი გაშიშვლება. ამის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, შოთა პაკელიანის ინტერესებს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა და თეთრი ხმაურის მოძრაობა დაიცავენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები