29 ივნისს, ჩუღურეთის რაიონის რამდენიმე ქუჩას ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

29 ივნისს, დღის მანძილზე ჩუღურეთის რაიონის ნაწილს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ინფორმაციას თელასი ავრცელებს.

კომპანია შეზღუდვის მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.

ჩუღურეთის რაიონი

10:00-დან 18:00-მდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის, რომის, ჭოროხის, კიევის, ჯავახიშვილის, წინამძღვრიშვილის და აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები