საკონსტიტუციო ცვლილებები

ბუკიკიო: ყოველ საათში კიდევ უფრო იმედგაცრუებული ვხდები

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი, ჯანი ბუკიკიო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ამბობს, რომ კიდევ უფრო იმედგაცრუებულია. ბუკიკიო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ბათუმში შეხვდა.

"მე ძალიან, ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ყოველ საათში კიდევ უფრო იმედგაცრუებული ვხდები, ვინაიდან ძალიან მჯეროდა, რომ საქართველოს პოლიტიკური კლასი შეძლებდა წინ კარგი ნაბიჯის გადადგმას უფრო დემოკრატიული კონსტიტუციისთვის. დღეს, სამწუხაროდ, თქვენ კრიზისში ხართ. მე იმედგაცრუებული ვარ, ვინაიდან პროცესი დაბლოკილია. ამ მომენტისთვის მხარეებს შორის დიალოგს ვერ ვხედავ. ჩემი მესიჯი იქნება: ესაუბრეთ ერთმანეთს. პრეზიდენტთან შეხვედრისას ჩვენ შევთანხმდით, რომ მნიშვნელოვანია, დიალოგი იყოს", - თქვა ჯანი ბუკიკიომ, რასაც ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები