სავალდებული სამხედრო სამსახური

კანონით, წვევამდელის მიერ "ყალბი დოკუმენტის" გამოყენება 3 წლით პატიმრობით დაისჯება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წვევამდელის მიერ ავადმყოფობის სიმულაცია, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვა ტიპის ტყულის გამოყენება ახალი კანონის მეშვეობით 3-წლიანი პატიმრობით დაისჯება. 

სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებების განმარტებითი ბარათის მიხედვით, გამოვლინდა რიგი შემთხვევები, როდესაც წვევამდელები ყალბ დოკუმენტაციას იყენებდნენ რათა სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავი აერიდებინათ.

ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე მუხლის პირველ ნაწილში შევიდა. 

კანონის ავტორი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილია. 

კომენტარები