PACE

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო

0 კომენტარი
ფოტო: PACE

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტის, პედრო აგრამუნტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. ამ პროცედურის ოფიციალურად დაწყების შესახებ ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ასამბლეის 158 წევრის ხელმოწერა (PDF დოკუმენტი), მათი შეფასებით აგრამუნტი ასამბლეის ნდობით ვეღარ სარგებლობს და მისი ქმედებები ასამბლეის რეპუტაციას ზიანს აყენებენ.

ასამბლეის პრესსამსახურის ინფორმაციით, დოკუმენტი კენჭისყრაზე ასამბლეის მომდევნო სესიაზე გავა, რომელიც სტრასბურგში 9-13 ოქტომბერს გაიმართება. იმ შემთხვევაში თუ პედრო აგრამუნტი ოქტომბრის სესიამდე გადადგება, მაშინ იმპიჩმენტის პროცედურა შეჩერდება. 

2017 წლის მარტში აგრამუნტი რუსეთის დიპლომატიურ დელეგაციასთან ერთად სირიაში იმყოფებოდა. მან დაათვალიერა სირიაში რუსული სამხედრო ბაზა და შეხვედრა გამართა სირიის პრეზიდენტ ბაშა ალ-ასადთან. ასამბლეამ მალევე გაავრცელა განცხადება, რომ აგრამუნტის ვიზიტი მათთან შეთანხმებული არ იყო. PACE მას კორუფციულ გარიგეგებში მონაწილეობასაც აბრალებს.

28 ივნისს პედრო აგრამუნტი ევროპის სახალხო პარტიიდან (EPP) გარიცხეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები