Facebook

Facebook-ის ახალი პოლიტიკით, ვირუსული ბმულები News Feed-ში აღარ გამოჩნდება

wordpress.com

სოციალური ქსელი Facebook-ი იმ მომხმარებლებს პოსტებს დაფარავს, რომლებიც სხვა მომხმარებლების News Feed-ს სპამავს სხვადასხვა ვირუსული პოსტებითა და დეზინფორმაციული სტატიებით. 

მარკ ზაკერბერგმა თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ სოციალური ქსელის განახლებულ ვერსიაში შემცირებული იქნება დაბალი ხარისხის მქონე ბმულების გამოჩენა მომხმარებლების News Feed-ში. 

Facebook-ის გუნდი აცხადებს, რომ მათ კვლევა ჩაატარეს, რომელმაც აჩვენა, რომ მომხმარებელთა მცირე ჯგუფი რუტინულად აზიარებს წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით პოსტებს, რაც სხვა ადამიანების Feed-ს სპამავს. 

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრს პოსტავენ საჯაროდ, სხვებთან შედარებით, უფრო ხშირად აზიარებენ დაბალხარისხიან კონტენტს. 

შედეგად, Facebook-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ნაკლებ მნიშვნელობას მიანიჭებენ იმ პოსტებს, რომლებსაც ასეთი მომხმარებლები აზიარებენ. 

სოციალური ქსელის ახალი პოლიტიკა მხოლოდ კონკრეტული ტიპის სტატიებსა და სხვა ბმულებს შეეხება. Facebook გვერდებზე, ვიდეოებზე, ფოტოებზე, ჩეკ-ინებსა თუ სტატუსებზე რეგულაციები არ იმოქმედებს. 

Facebook-ის გუნდი აცხადებს, რომ მათი სურვილია ადამიანების News Feed-ები უფრო ინფორმაციული გახდეს. 

"ასეთი ნაბიჯების გადადგმით, ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცემა, რომ ისეთი პოსტები წამოვწიოთ წინ, რაც ადამიანებისთვის უფრო ინფორმაციული. ამით შემცირდება პრობლემური ბმულების გავრცელება, როგორიცაა ვირუსული ბმულები, სენსაციონალიზმი და დეზინფორმაცია,"- ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები