საოკუპაციო ხაზი

სოფელ ბერშუეთში რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს

საოკუპაციო ხაზი სოფელ ხურვალეთში
ტაბულა

გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს. სუს-ში ტაბულას უთხრეს, რომ ე.წ. საზღვრის გადმოწევით, რადმენიმე მაცხოვებლის სასოფლო-სამეურნეო სავარგული ნაწილობრივ საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა.

"აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არამარტო ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებეს, არამედ პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე", - უთხრეს ტაბულას სუს-ში.

უწყებისვე ცნობით, აღნიშნული საკითხი განიხილება 11 ივლისს ჩანიშნულ იციდენტების პრევენციისა და რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე სოფელ ერგნეთში .

კომენტარები