ტერორიზმი

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო: ირანი ტერორიზმის დაფინანსებას განაგრძობს

Getty Images

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, მაიკლ პომპეოს თქმით, ირანი ტერორიზმის დაფინანსებას აგრძელებს და რეგიონში ჰეგემონიის დამყარებისკენ ისწრაფვის. მისი შეფასებით რეგიონში ირანის გავლენა და ძალა იზრდება.

მსგავს შეფასებას აკეთებს დონალდ ტრამპის მრჩევლი ჰერბერტ მაკმასტერიც. მისი თქმით, ირანი ახლო აღმოსავლეთში არსებული ყველა პრობლემის სათავეა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ივლისში, ირანსა და საერთაშორისო ექვსეულს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერების სანაცვლოდ ეკონომიკური სანქციების ეტაპობრივად მოხსნის პირობა მიიღო.

კომენტარები