ელისო კილაძის შვილის საქმე

ელისო კილაძის შვილი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

facebook.com/eliso.kiladze/

"ქრონიკა პლიუსის" რედაქტორის ელისო კილაძის შვილი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. დავით ხარშილაძე წინასწარი პატიმრობიდან 15 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

"სასამართლომ ყველასთვის მოულოდნელად, საკუთარი ინიციატივით იმსჯელა აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე და დააყენა 15 ათას ლარიანი გირაო. ბუნებრივია, არანაირი მიმალვის საფრთხე არ არსებობს, იმიტომ რომ ჩემი შვილი არ აპირებს არსად გაქცევას, ჩვენ ვაპირებთ რომ მისი სიმართლე დავამტკიცოთ და ვაპირებთ რომ ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ მისი უდანაშუალობა დამტკიცდეს. მე მადლობა მინდა ვუთხრა სასამართლოს, რომ მან საკუთარი ინიციატივით მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ თუ სასამართლო იქნება ისეთივე ობიექტური, როგორიც იყო დღეს, როცა შეაფასა მისი პოზიციები, როგორც ბრალდებულის გამამტყუნებელი განაჩენი ამ საქმეზე ვერ დადგება,“ - ამბობს ელისო კილაძე.

დავით ხარშილაძე 13 მარტს დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა მისი ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით, 0, 1626 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს. ხარშილაძე დანაშაულს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ ნარკოტიკები პოლიციამ ჩაუდო. თავად ელისო კილაძე კი მომხდარს თავის პროფესიულ საქმინობას უკავშირებდა. ხარშილაძეს წინასწარი პატიმრობა 15 მარტს შეუფარდეს. დაცვის მხარეს აღკვეთის ღონისძიების შეცვლა ერთხელ უკვე მოითხოვა, თუმცა მაშინ სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ხარშილაძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

კომენტარები