ე.წ. ქართველთა მარში

"ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს" - ე.წ. ქართველთა მარში დაიწყო

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

"ქართველებს სტუმართმოყვარეობა არ გვეშლება, მაგრამ ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს", - ასე ეუბნება ტაბულას ე.წ. ქართველთა მარშის მონაწილე.

ამ წუთებში აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარეობს ე.წ. ქართველთა მარში. მონაწილეები მსვლელობით, ხატებით ხელში მიემართებიან. "დაიცავი საქართველო", - ასეთია მათი ლოზუნგი.

"საქართველოს ემიგრანტებისა და არალეგალების გარეშე გაუმარჯოს", - ამბობს მარშის მონაწილე, ე.წ. პოლიტპატიმარი ლადო სადღობელაშვილი.

"წელში გადავტეხავთ ლიბერასტულ მოძრაობას, რომელიც დაფინანსებულია უცხოეთიდან და მიმართულია ქართველების ტრადიციების წინააღმდეგ. ეს მშვიდობიანი მარშია. გვინდა, მთელს მსოფლიოს ვუთხრათ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყანა", - ამბობს აქციის ორგანიზატორი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე.

იხილეთ ლაივ-ჩანაწერი ე.წ. მარშიდან:

მონაწილეები ულტიმატუმს უყენებენ ხელისუფლებას, რომ "ყველა არალეგალმა უცხოელმა(ირანელები, არაბები, აფრიკელები და ა.შ.)დატოვოს საქართველოს ტერიტორია."

მსვლელობაში ასევე მონაწილეობენ ტრისტან წითელაშვილი, ასავალ-დასავალის ჟურნალისტი ზაზა დავითაია, გია კორკოტაშვილი და სხვები.

 

ტაბულა ემიჯნება მოცემულ ქსენოფობიურ განცხადებებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"დღეს ყველა ქართველები ვართ" - ჯონ მაკკეინის სიტყვა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს

კომენტარები