მცოცავი ოკუპაცია

სოფელ ბერშუეთთან მცოცავი ოკუპაცია დღეს მეორედ გააპროტესტეს

სოფელ ბერშუეთთან მდებარე საოკუპაციო ხაზთან ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და სტუდენტების მიერ ორგანიზებული აქცია იმართება. მონაწილეები რუსეთის ფედერაციის მხრიდან მცოცავ ოკუპაციას აპროტესტებენ და პოლიტიკური სპექტრისა და სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ე.წ. ქართველთა მარშის ნაცვლად, უმჯობესი იქნება, თუ მოქალაქეები რეალურ პრობლემებსა და საფრთხეებს გააპროტესტებენ.

ეს მეორე აქციაა, რომელიც დღეს სოფელ ბერშუეთთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ იმართება.

იხილეთ აქციის ლაივ-ჩანაწერი:

კომენტარები