უკრაინა

მიხეილ სააკაშვილი: არ ვაპირებ უკრაინის პრეზიდენტობას


ფოტო: neweurope.eu

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ის საერთოდ არ განიხილავს უკრაინის პრეზიდენტად გახდომის შესაძლებლობას. 

ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინული გამოცემა Экономист-ის სტატიის კომენტირებისას დაწერა. სტატია მომხმარებლებს კითხვარს სთავაზობს დაუჭერდნენ თუ არა არჩევნებში სააკაშვილის კანიდატურას მხარს.

"მე ამ გამოცემას არ ვუყვარვარ, მაგრამ მადლობა, რომ გამოკითხვის შედეგები არ გააყალბეთ. (სხვათაშორის, პრეზიდენტობას არ ვაპირებ, ამიტომაც, ეს გამოკითხვა მხოლოდ თეორიულია)", - წერს სააკაშვილი. 

ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა დაარსა ახალი პარტია სახელწოდებით "ახალი ძალების პლატფორმა", პარტია მომდევნო საპარლამენტო არჩევნები რადაში მოხვედრას ისახავს მიზნად.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 2017 წლის მაისის კვლევის მიხედვით, "ახალი ძალების მოძრაობას" ხმას ამომრჩეველთა 2% აძლევს, ეს კი უმაღლესი რადას 5%-იან ბარიერზე ნაკლებია.

კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 12% პარტია ბატკივშინას აქვს. პეტრო პოროშენკოს ბლოკის მხარდაჭერა კი 8%-ზეა.

კომენტარები