ახალი ავტობუსები

143-ვე ახალი ავტობუსი 20 ივლისიდან სხვადასხვა ხაზზე იმოძრავებს

თბილისის მერია

“მანის” მარკის 143-ვე ავტობუსი 20 ივლისიდან სხვადასხვა ხაზზე იმოძრავებს. თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, საზოგადოებისთვის დღეს გახდება ცნობილი ის მარშრუტები, რომელზეც ახალი ავტობუსები იმოძრავებენ.

"ახალ ავტობუსებს ახალი ავტობაზა მოემსახურება. უკვე ყველა პროცედურა დასრულებულია და როგორც კი ავტობუსების ახალი ბაზა გაიხსნება, 20 ივლისიდან, ყველა ავტობუსი განსაზღვრულ მარშრუტზე იმოძრავებს. თბილისს ახალი და კომფორტული ავტობუსები მოემსახურება”, - ამბობს დავით ნარმანიამ.

“მანის” მარკის ახალი ავტობუსები თბილისში რამდენიმე მარშრუტზე უკვე მოძრაობს. დედაქალაქის მერიამ სულ 143 ავტობუსი შეიძინა.

კომენტარები