ე.წ ქართველთა მარში

ვინ ემუქრებოდა ჯგუფური გაუპატიურებით თათია დოლიძეს

0 კომენტარი

გუშინ, ქსენოფობიური შეკრება ე.წ. ქართველთა მარშის ორგანიზატორები გაეროში საქართველოს ყოფილ ახალგაზრდა ელჩს თათია დოლიძეს Fb-სტატუსის გამო ჯგუფური გაუპატიურებით დაემუქრნენ. მოგვიანებით, მათ Facebook-ის პოსტი და კომენტარები წაშალეს და განაცხადეს, რომ ყალბი გვერდების მეშვეობით სხვები იმუქრებოდნენ.

პოსტის წაშლამდე, შეურაცხმყოფელი განცხადებები ასე გამოიყურებოდა.

მუქარის ავტორები არიან:

კონსტანტინე მორგოშია - პატრიოტთა ალიანსის წევრი, ბიზნესმენი.

გია კორკოტაშვილი - მოძრაობა "ქართული მისიის" ხელმძღვანელი, ტელეწამყვანი.

ფოტო: geonews.ge

მიხეილ ამისულაშვილი - მოძრაობა "ეროვნულების" წევრი.

რამაზ გაგნიძე - ე.წ პოლიტპატიმარი, ბიზნესმენი.

გიორგი ონიანი - ე.წ ქართული მარშის აქტიური წევრი, "ობიექტივის" ხშირი სტუმარი

მსვლელობის ორგანიზატორთა განცხადებები მაღალი ალბათობით დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები