ე.წ ქართული მარში

შსს-მ თათია დოლიძის საქმეზე გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

თათია დოლიძის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს. სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების დაწყების მოთხოვნით თათია დოლიძეს უწყებისთვის არ მიუმართავს.


ფოტო: facebook.com/konstantine.morgoshia

Facebook პოსტში, რომელიც ახლა უკვე წაშლილია, ე.წ ქართული მარშის ორგანიზატორები, პატრიოტთა ალიანსის წევრი კონსტანტინე მორგოშია, გია კორკოტაშვილი, მიხეილ ამისულაშვილი და სხვები თათია დოლიძეს გაუპატიურებით ემუქრებიან, მათთან ერთად დოლიძის მიმართ მუქარას მსვლელობის სხვა ორგანიზატორებიც გამოთქვამენ.

კომენტარები