Check in Georgia საზაფხულო ღონისძიებების Line Up-ს აქვეყნებს. ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, 2017 წლის ზაფხულში Black Sea Arena-ზე დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი ასეთია:
- 23 ივლისი - ქეთი მელუა და გორის კალთა კაპელა;
- 1 აგვისტო - ერისიონი;
- 5 აგვისტო - ქართული ხმები - 30 წელი სცენაზე;
- 9 აგვისტო - ირმა ნიორაძე - მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები;
- 15 აგვისტო - ირაკლი ჩარკვიანი;
- 18 აგვისტო - ჯიპსი კინგი;
- 21 აგვისტო - ნინო ქათამაძე;
- 2 სექტემბერი - ფოლკლორის ფესტივალი, სპეციალური სტუმარი ფლამენკო;
Check in Georgia-ს ფარგლებში უკვე დაიწყო Gem Fest, რომელიც 14 ივლისიდან 15 აგვისტომდე ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს საშუალებას მისცემს, 500-მდე არტისტს მოუსმინოს. 26 ნოემბერს კი, Check in Georgia საბავშვო ევროვიზიის ფესტივალს უკვე თბილისის სპორტის სასახლეში უმასპინძლებს.