ხანძარი

ე.წ. დეზერტირების ბაზარში ხანძარი ლიკვიდირებულია

ტაბულა

ე.წ. დეზერტირების ბაზარზე ხანძარი ლიკვიდირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ დამწვარია 180 კვადრატული მეტრის ფართობი. მათივე ცნობით, ადგილზე 50 მაშველი მუშაობდა.

უწყებაში ტაბულას უთხრეს, რომ ხანძრისას არავინ დაშავებულა.

როგორც შს სამინისტროში ტაბულას უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. 

კომენტარები